პროექტი


1.პროექტის სახელწოდება: მოსახლეობის აღწერა
2. პროექტის მთავარი იდეა: მარტივი მათემატიკური გამოთვლების ცხოვრებისეულ პრაქტიკაში გამოყენება. მოსწავლეთათვის მათი მნიშვნელობის გააზრება, რომ ბუნებაში ყველაფერი უბრალო ციფრებით და გამოთვლებით შეიზლება გამოისახოს. მონაცემების ცხრილებისა და დიაგრამებით გამოსახვის ტექნიკის ათვისება მოსჭავლეების მიერ კომპიუტერის გამოყენებით
3.პროექტის აქტუალობა: აქტუალურია იმდენად რამდენადაც აუცილებელია მოსწავლეებმა გაითავისონ რომ მათემატიკა არა ცალკე განყენებული ციპრების უაზრო კორიანტელია არამედ იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან . მოსწავლეები გაუზიარებენ თავის აზრებს და ნაშრომებს სხვებს რათა მათაც შეიყვარონ მათემატიკა.ასევე მნიშვნელოვანია ცხრილების და დიაგრამების აგება კომპიუტერში რაც თანამედროვე ცხოვრების განუყრელი ნაწილია.
4. პროექტის მიზნები: განუვითარდეთ მოსწავლეებს კვლევა ძიების უნარი. დაეუფლონ მარტივი მათემატიკური გამოთვლების ტექნიკას და ინფორმაციის დახარისხებას და გამოსახვას ცხრილებისა და დიაგრამების სახით.
5. მონაწილეთა ასაკი: VI კლასი
6. განხორციელების ვადები: 4-5 დღე
7.პროეტის მსვლელობა:
მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად, გადიან თავის სოფელში და აწარმოებენ გამოკითხვებს თუ რამდენი მაცხოვრებელია სოფელში; აქედან რამდენია ქალი და რამდენი მამაკაცი. შემდეგ ამ ორ კატეგორიას კიდევ ქვეკატეგორიებად ახარისხებენ მაგალითად: მამაკაცებს შორის რამდენია 18 წლამდის, 18დან 40 წლამდის და 40იდან ზემოთ.იგივეს აკეთებენ ქალებზეც. შემდეგ მონაცემებს სვამენ ცხრილებში და გამოსახავენ სვეტობრივი დიაგრამის სახით.ამის მერე ბავშვები აწარმოებენ პროცენტულ გამოთვლებს მაგალითად: მოსახლეობის რამდენი პროცენტია ქალი/კაცი. ქალების რამდენი პროცენტია 18 წლის/18-40 წლის/40-ზევით.ასევე მოხდება მამაკაცებზეც. მოსწავლეები აკეთებენ პატარა პრეზენტაციას და წარადგენენ; უზიარებენ შთაბეჭდილებებს თანატოლებს.
მაგალითისთვის ვთქვათ სოფელში არის 300 აქედან190 მამაკაცი და110 ქალი;
მამაკაცებიდან  60  18წლისაა 65   18-40წლის და 65   40წელს ზემოთ
ქალებიდან    40     18წლისაა   30     18-40წლის ხოლო  40    40ზემოთ
ეს მონაცემები მოსწავლეებმა ცხრილების და სვეტების სახით შეიძლება ასე გამოსახონ
ასაკი
ყველა ასაკის
18 წლამდის
18-40 წელი
40 და ზემოთ
ქალები
110
40
30
40
მამაკაცები
190
60
65
65
სულ
300
100
95
105
ამ მონაცემების საფუძველზე დიაგრამას შეიძლება მიეცეს ასეთი სახე

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები დაეუფლებიან მარტივ გამოთვლით ტექნიკას და მის გამოყენებას პრაქტიკაში; ისწავლიან მომნაცემების ცხრილებისა და დიაგრამებით გამოსახვას; კომპიუტერის გამოყენებას; გაუზიარებენ შთაბეჭდილებას თანატოლებს.

No comments:

Post a Comment